You know nothing Jon Snow
ჩვენ ერთ სცენაზე ვიდექით, იგრიტ,
რატომღაც დაგვჭრა ამურის ისრით
თავისუფლების ჟღალმა ქალღმერთმა.
ჩვენ გვქონდა ტრფობა ვნებიან ფიქრით,
როცა ერთურთის ტყვედ ქმნას ვცდილობდით,
სამი ისარი ნასროლი მიბჯრით,
ტკივილად დამაქვს
ღია ჭრილობით.
თვალწარმტაცი ხარ მდედრი ჯიქივით,
ველურობამდე თავისულფალი,
მერჩია შენი ხელით სიკვდილი,
შენამც მყოლოდი ჭირისუფალი.
მოდის ზამთარი ჩრდილოეთიდან
და უშტის უშტი მკვდრების არმია,
კეთილ-ბოროტის ბრძოლა შეიქმნა,
გვერდით არ მყავხარ, დასანანია...
წლები თავისი ტკბობით და სიმწრით
ისევ მარტოკამ უნდა ვიომო...
შენ დამელოდე, მეც მოვალ იგრიტ!
-------------------------
ქემო ქავთარი

No comments:
Post a Comment