Thursday, February 14, 2019

ის



ის, ვინც იქ ზის,
შვიდ გზის ცის პირს,
ის თვით ჰქმნის თქმით
დღის თბილს, ცივ ჩრდილს,

ცის რიტმს, მზის ციკლს,
მის სხივს ბინდს ჰყრის,
წყლის რიგს მთის მხრით
სჭრის, ვით ხმლის კვრით.

მით წვიმს, მით ქრის,
ცივ ფიფქს ძირს შლის,
ის ზრდის ვით ჩვილს,
თვის ქმნილს თვით სჯის...

ის, ღვთის ძის გზით,
სხვის წილ ჭირს სტირს,
მით სცდის ჯვრის ტვირთს,
იქ ღვრის ხსნის სისხლს.

ვინც ძრწის ძის კვლით,
ვის ფიქრს შიშს ჰგვრის,
ის იქმს ცით ლხინს,
იქ ზის ღვთის მხრით.

ღვთის ნიშს, მის შვილს
იმ მხრივ ღირს ხდის,
ვით ქნის მის ნიჭს,
ვით სჭირს მის ჟინს.

-------------------
ქემო ქავთარი

1 comment:

  1. მიშიკო, გაიხარე,ეს არაჩვეულებრივი რითმის წყობაა.გენაცვალე შენ.არაჩვეულებრივია.❤❤❤

    ReplyDelete