დამშვიდობებას კოცნა აკლია,
კოცნა კი არა, გულის იმედად
თბილი სიტყვაც კი არსად ანთია.
გადააყარე ნაცარი ღადარს,
ჩემდამი ტრფობაც ჩააქრო იქნებ...
და მე კი არა, საკუთარ თავსაც
ნაქურდალივით უმალავ ფიქრებს.
მიჯნურის გულში დარდებს რა დალევს,
როცა გონება გრძნობასთან ომობს,
ყველა ოცნებას უკეტავ კარებს,
ჯერ არ გარდაცვლილ სიყვარულს გლოვობ.
ამგვარად ირჩევ სულით ობლობას,
ყალბ სიმშვიდეს და ურჩ ერთგულებას,
უსიყვარულოდ ვინ გაბედავდა
დაბადებას ან გარდაცვალებას?..
ჩემი საგზალი უტყვი დარდია
და უშენობა სასჯელად დამდევს,
როცა მე შენი სითბო მაკლია,
მზე არ ამოდის ჩემთვის ამ ცაზე.









