რა მინდა, რას დაგდევ კვალდაკვალ?
გამირბი, ახლოს არ მიკარებ...
გული შამივარდა შენზედა,
მამკალ და ვერ გადაგიყვარებ.
ფიქრებში მოდიხარ ყოველღამ,
ფიქრებში ჯიუტიც არა ხარ,
მორცხვად შამამაყრი თოლებს და
კოცნასაც იმეტებ ხანდახან.
ცხადშიც ნუ გამწირავ ქალთამზევ,
თორემ ვერ მოასწრებ დამალვას,
მე შენს თავს მოვტაცებ მამაშენს,
მერე გინდ ხანჯალზეც შამაჭრას.
რა მინდა, რას დაგდევ კვალდაკვალ?
გამირბი, ახლოს არ მიკარებ...
გული შამივარდა შენზედა,
მამკალ და ვერ გადაგიყვარებ.
_____________
ქემო ქავთარი

No comments:
Post a Comment