არ მიკოცნია შენთვის არასდროს,
სიცოცხლეს მივცემ დღესვე განგებას
თუ შენს ბაგეზე კოცნად დამადნობს.
ვერ
გავუსინჯე გემო ალუბლებს,
მაგ
ტუჩებში რომ დამწიფებულა
და
ვერც მაგ თვალთა თაფლის მორევში
დავიხრჩე თავი მონატრებულმა.
ვერ
ჩაგიხუტე გულში იმგვარად,
რომ
ჩვენი სუნთქვა ერთურთს შერწყმოდა,
შენს
გულს ამ გულის ფეთქვა რომ ეგრძნო,
არ გამწირავდა, მართალს მეტყოდა...
მეტყოდა,
როგორ კლავდი ყოველდღე
წმინდა
სიყვარულს, უთქმელს აქამდის,
როგორ
მოსავდი ცრემლის სუდარით
და დაობლებულ გულში მარხავდი.
მაგ
სიყვარულის ნატერფალია,
ღია
ჭრილობად გულს რომ მემჩნევა,
უკოცნი
კოცნა ის წამალია,
ჩვენ რომ ვერ შევსვით გადასარჩენად...
რადგან
უჩემოდ შენ გადაწყვიტე,
ამ ჩემს მკლავებში ვეღარ გიხილო
და
ყორნისფერი თმების ჩქერალი
მკერდზე ვერასდროს გადავიფინო.
დახუჭულ თვალებს ჩუმად მიკოცნი...
და მე ვხვდები, რომ ეს სულ სხვა გზაა,
არც ამ ქვეყნის და არც ამ სიცოცხლის.
______________
ქემო ქავთარი

No comments:
Post a Comment