მარადიულად მოწანწალე დროის ქარებმა,
ცას შეაყარა ნაკუწ-ნაკუწ ყოველი კაბა,
ჩამოეღვენთა სივრცეს სევდა ფერთა გამებად.
აყვავებულა გაზაფხული ვარდის ფერებში,
მწვანე მდელოზე გაწოლილა ცხელი ზაფხული,
ჩამობერტყილა შემოდგომა ყვითელ ფოთლებად
და მოდის სევდა, თეთრი სევდა ზამთრად აღქმული.
ელის საკურა... ამ ზამთარსაც მშვიდად მიიღებს,
შიშველ სხეულზე მოიხურავს თოვლისფერ ნაბადს...
როგორც სიცოცხლე, ეს ზამთარიც წარმავალია
და გაზაფხულზე კვლავ ვიხილავთ უზომოდ ლამაზს.
_____________
ქემო ქავთარი
