დიდი ხნის წინათ, ამ ცხოვრების შორეულ
წლებში,
ამღერდა გული და გიტარა ავიღე ხელში.
მას შემდეგ ვწვალობ და გზადაგზა ნელ-ნელა
ვსწავლობ,
ჩემთვის ვღიღინებ, თვითნასწავლი ბარდი
ვარ ძმაო...
მე არ ვიცოდი, არც ნოტები და არც რიტმები,
მე ჩემებურად შევაგებე სიმებს თითები.
რომ არ ვიცოდი, რა მემღერა, თვითონ
დავწერე
ჩემი ლექსები და მუსიკა გამოვიგონე.
დიდი ხნის წინათ დავმეგობრდით მე და
გიტარა,
ერთად მოვდივართ, არავისი არა გვინდა
რა...
ვერ შეაჩერებ აღმაფრენას, ვერ უბრძანებ
გულს...
ჰოდა, იმღერე! ვის რას უშლი, თუ სიმღერა
გსურს?
მუსიკის ჰანგებს აედევნე თავდავიწყებით,
ფრთები გაშალე და ოცნებით ზეცას მიწვდები.
გაუზიარე შენს მეგობარს გულის ფიქრები,
შენ და გიტარა სიკვდილამდე ერთად იქნებით.
-----------------
ქემო ქავთარი