Thursday, February 14, 2019

დრო ბჭობს


სწორ გონს როს ფლობ,
ხომ ჰგმობ ღრძო ბრბოს,
დროს რომ ომს სთხოვს,
ჯგროდ რომ სპობს ნორჩს?..

ხომ გრძნობ, რომ სჯობს,
როს ზრო შობს შტოს?..
დრო ორ თოკს ქსოვს,
შნოს გთხოვს, ჩმორს გმობს...

დრო შორს ჭორს ბჭობს,
ზოგს სთხოვს სწორ როლს,
ჯორს - ფლოქვს, ღორს - რკოს,
ხბოს - ხორცს, ქოხს - კომლს,

ლოთს - ბოთლს, ჟმოტს - გროშს,
ცხორს - დოლს, ქორს - გნოლს...
დრო თოვს, დრო ბჭობს,
დრო შობს, დრო სპობს.

-------------------
ქემო ქავთარი

ის



ის, ვინც იქ ზის,
შვიდ გზის ცის პირს,
ის თვით ჰქმნის თქმით
დღის თბილს, ცივ ჩრდილს,

ცის რიტმს, მზის ციკლს,
მის სხივს ბინდს ჰყრის,
წყლის რიგს მთის მხრით
სჭრის, ვით ხმლის კვრით.

მით წვიმს, მით ქრის,
ცივ ფიფქს ძირს შლის,
ის ზრდის ვით ჩვილს,
თვის ქმნილს თვით სჯის...

ის, ღვთის ძის გზით,
სხვის წილ ჭირს სტირს,
მით სცდის ჯვრის ტვირთს,
იქ ღვრის ხსნის სისხლს.

ვინც ძრწის ძის კვლით,
ვის ფიქრს შიშს ჰგვრის,
ის იქმს ცით ლხინს,
იქ ზის ღვთის მხრით.

ღვთის ნიშს, მის შვილს
იმ მხრივ ღირს ხდის,
ვით ქნის მის ნიჭს,
ვით სჭირს მის ჟინს.

-------------------
ქემო ქავთარი

Sunday, February 10, 2019

შაურმის რიგში


შაურმის რიგში ვდგავარ ახლა
შიმშილით კუჭგანაწამები,
ჩემს წინ კეკლუცობს მდედრთა ჯოგი
დახეული ჯინსის შარვლებით.

ერთი მათგანი შემომყურებს
ვნებიანი ჭრუტა თვალებით...
მე კი შენთვის მსურს ჩამოვკრიფო
სათითაოდ ცის ვარსკვლავები.

--------------------
ქემო ქავთარი