Saturday, January 18, 2020

სონეტი სერვანტესს

ყური მიგდე, ჩემო მიგელ დე სერვანტეს საავედრა!
(ასე მოგმართავ, რაკიღა შინაურად მიმაჩნიხარ)
სონეტს გიძღვნი უტიფრობით კადნიერად და გავბედავ,
რომ გონიერ შეშლილობით ორიოდე სიტყვა გითხრა.

რუსთველის ვეფხისტყაოსანს წაიკითხავდი, მე ვიცი...
სულმნათი შოთას სახელი ხომ მაინც გაგიგონია?..
მისგან შეიქმნა მოგზაურ რაინდთა წმინდა დევიზი:
„სჯობს საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია“.

ამ დევიზითა ცხოვრობდა თვით დონ კიხოტ ლამანჩელი,
თუმცა რუსთაველის სიბრძნე თავისებურად გაიგო...
თვითონ შექმნა, შეიყვარა პოეტური განაჩენით,
ნეტარი წარმოსახვისთვის მთელი ცხოვრება გაიღო.

ან რა აზრი აქვს ვის ებრძვი, წისქვილს თუ გოლიათებსა,
თუკი საგმირო საქმეებს მიუძღვნი სატრფოს თვალებსა.


16.01.2020
ქემო ქავთარი

No comments:

Post a Comment